გვჯერა, რომ გასული წლის მიღწევები აუცილებლად ღირსეულად უნდა აღინიშნოს, სანამ მომავალ წელს და ახალ შესაძლებლობებს მოუთმენლად ველით. ამ წლის ბოლოსაც, მის შესაჯამებლად ისევ ერთად შევიკრიბეთ და ყველა ჩვენი მიღწეული თუ მისაღწევი წარმატება აღვნიშნეთ.
ჩვენ გუნთან ერთად გატარებული დაუვიწყარი საღამო, მრავალფეროვანი სადღესასწაულო აქტივობებით იყო დატვირთული.
მთელი ღონისძიების განმავლობაში, ჩვენი ფოტო-ჯიხური, აღბეჭდავდა მხიარულ მომენტებს.
ჩვენ უზომოდ ვამაყობთ იმ კოლექტივითა და სამუშაო კულტურით, რომელსაც ყოველდღე ვქმნით. ეს საახალწლო ღონისძიება კი იყო ძლიერი კავშირებისა და საერთო მიზნების დასტური, რომლებიც მუდმივად წინსვლისკენ გვიბიძგებენ.